მელია – პირველადი შედეგებით, ფონიჭალის სამივე უბანი კოალიციის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, კრწანისის რაიონში, სადაც ხმების დათვლა ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა, პირველადი ინფორმაციით, კოალიცია იმარჯვებს.

მინდა პირველადი შედეგები მოგაწოდოთ, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება, უბრალოდ იქ მეტი ბრძოლა გვჭირდება, აქ ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა და უბრალოდ ამოსარტყმელი იყო ე.წ. ჩეკი – თქვა ნიკა მელიამ.

წინა სტატიაშინიკა მელია – ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა
შემდეგი სტატიასაია საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას ავრცელებს