მელია: ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის “ქართულ ოცნებას” უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მას არ უნდა პარლამენტში შესვლა და ამ საკითხს ერტი დიდი წერტილი უნდა დაესვას.

“არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს მაგის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში, არ მინდა იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი. რატომ არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას? რადგან იციან რომ არჩევნები მოიპარეს. ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის კი, “ქართულ ოცნებას” უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ. ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში, რომლის პარტიაც ფაქტობრივად პოლიტიკური პარტნიორი იყო “ქართული ოცნების”. არ მინდა კობახიძესთან ერთად იმ დარბაზში ჯდომა, სადაც უბრალოდ არაფერი მესაქმება. იქნებ, ერთი დიდი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

“ღამის კურიერის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს 40 ათასი ლარის გადახდას და პირიქით, პროკურატურამ ის 30000 ლარი უნდა დაუბრუნოს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მან, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული გირაოსთვის გადაიხადა.

“როდესაც ეს უსამართლობის სიმბოლო -სამაჯური რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად მოვიხსენი და გავთავისუფლდი, პროკურატურა ვალდებული იყო ან მოსულიყო ჩემთან სახლში 2 ნოემბერს და კანონისმიერი მოთხოვნა წაეყენებინა და ეთქვა – ნიკანორ მელია, შენ არასწორად მოიქეცი გუშინ რუსთაველის გამზირზე და აი, შენ ახალი სამაჯური, მოდი გაგიკეთო. ან ეს უნდა გაეკეთებინა ან თუ მე კანონი დავარღვიე უნდა დავეპატიმრებინე.

იცით რა გააკეთა პროკურატურამ? წავიდა შუამდგმლობით სასამართლოში და მიუხედავდ იმისა, რომ წელიწადნახევარი მელიას ხელზე სამაჯური გავუკეთეთ და ამით დადიოდა, კი ბატონო, მოისროლა რუსთაველზე, მაგრამ ჩვენ ახლა ვიფოქრეთ, ვიფიქრეთ და აბსოლუტურად არაეფექტური ღონისძიება იყო ეს სამაჯური და მოითხოვა გაუქმება. და მოსმართლემ ეს სამაჯური მომხსნა როგორც ვალდებულება ვატარო, პასპორტიც დამიბრუნეს და პირადობის მოწმობა. გავიდა იმის შემდეგ 3 თვე და ახლა ვიღაცას, რაღაცა თავში იდეა დაებადა, განცხადებას ავრცელებს მელიამ ახლა 40 ათასი ლარი გადაიხადოს გირაოს სახით, არათუ 40 ათასი ლარი გადავუხადო, ის 30 ათასი ლარი რომელიც გადახდილია, ისიც უნდა დააბრუნოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: გრეჩიხებს უნდა ვკითხოთ, რატომ მოექცნენ ასე არასამართლიანად და ასე არაადამიანურად იმ ხალხს…
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 602ახალი შემთხვევა გამოვლინდა