მელია პარლამენტში შესვლაზე: კოლეგებს უნდა დაველაპარაკო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება

მელია ციხიდან გამოვიდა

“პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, უშუალოდ პარტაში, მეგობრებთან. იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭრიდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომელმაც რუსთავის ციხე დღეს, 10 მაისს დატოვა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამელია: თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე