მელია პარლამენტში შესვლაზე: ბევრმა შეიცვალა გადაწყვეტილება

“გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ არაფერი აღარ უდგას, პროცესები რომ დაჩქარდეს, შესაძლებელია, რომ ზეგვე გამოვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მაგრამ მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ჯგუფს პარტიის ფარგლებში გავესაუბრო და პრაქტიკა ცხადყოფს, თუ რატომ უნდა ვაკეთო ეს. მაგალითად, გუშინ, გუშინწინაც, როდესაც კოლეგებს ჰქონდათ სხვა პოზიცია და მსჯელობაში არგუმენტებს ვცვლიდით, ვჯერდებოდით და პოზიცია კონსოლიდირებული იყო. ძალიან ბევრმა შეიცვალა გადაწყვეტილება და ასე ჯობია გამოვაცხოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე დარჩეს ბევრს განცდა, რომ რაღაც დიდმა ჯგუფმა თავის თავზე აიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ მათ არ კითხეს”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკახიშვილი: “ოცნებას” დავტოვებ, თუ ვნახავ, რომ ჩემი აზრი პარტიაში არავის აინტერესებს
შემდეგი სტატიაპაშინიანი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს