მელია: ,,ოცნება” მოძალადეებს გაათავისუფლებს და იმ პარლამენტში რა მესაქმება?

იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ჯალათის ამნისტრირება, გამიჭირდება შესვლა! 99,9% მე იქ არ შევალ – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” დაპატიმრებული თავმჯდომარის გზავნილი გლდანის ციხიდან.

მისი თქმით, პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის შესახებ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

“მე პირადად არ შევალ! დარწმუნებული ვარ, ,,ოცნება” მოძალადეებს გაათავისუფლებს და იმ პარლამენტში რა მესაქმება? – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, ის მოძალადეების გამათავისუფლებელ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს:

“ოლიგარქის ხელში ქვეყანა ეკონომიკუირად განადგურებულია, დემოგრაფიულად გადაშენებულია, სამათხოვროდ ხელფგაწვდილია, და ახლა, როცა ამნისტია 20 ივნისის მოძალადეებზე თუ უნდა გავრცელდეს, ეს მორალურად ბოლომდე მორყეული ქვეყანა გავხდებით. ამისი რომ მჯერა, ჩემს თავს პარლამენტში ამიტომ ვერ ვხედავ”- თქვა მელიამ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიმელია: შარლ მიშელმა როცა დადო ეს დოკუმენტი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დავთანხმებულიყავით?
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტმა აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება დაგმო