მელია: “ოცნება” გაღარიბებული მოსახლეობის ფონზე მდირდება და მეტიც, ქვეყნის საგარეო კურსს საკუთარი ინტერესების მიხედვით ცვლის

მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” ძალაუფლების გახანგრძლივებას? – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდება და ხელისუფლებიდან წავა.

ნიკა მელია ივანიშვილის გუნდს კორუმპირებულობაში ადანაშაულებს და “პოლიტიკური ამბების” ეთერში აცხადებს, რომ “ოცნება” გაღარიბებული მოსახლეობის ფონზე მდირდება და მეტიც, ქვეყნის საგარეო კურსს საკუთარი ინტერესების მიხედვით ცვლის.

მე ვერ ვხედავ რესურს სახელმწიფოს დამარცხებისა, ისტორიის დამარცხებისა, საქართველოს მოქალაქეების დამარცხებისა. ვერ ვხედავ რესურს ივანიშვილის რეჟიმის, კორუმპირებული ხელისუფლების, რომელიც ცდილობს, რომ გამდიდრდეს საქართველოს გაღარიბებული მოქალაქეების ხარჯზე და ამავდროულად შეუცვალოს ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი და აკეთოს ის, რაც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად და არ აკეთოს ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. მე ვერ ვხედავ ივანიშვილის გამარჯებას”, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” ხალხის მოტყუებას გლობალური ომის პარტიებზე კონსპირაციებით და მასონების შეთქმულებით ცდილობს – ცუცქირიძე
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი – დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, შენიშვნებს, მოწოდებებს და ეს ყველაფერი იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს