მელია – მმართველ პარტიას უნდა, რომ ზიზღის და დაპირისპირების კამპანიაში ჩაგვითრიოს

მოუსმინეთ ბატონ ღარიბაშვილს და მიხვდებით, როგორი წინასაარჩევნო კამპანიაა. მათ უნდათ, რომ ჩაგვითრიონ ზიზღის და დაპირისპირების კამპანიაში. მათ ეს არ გამოსდით. ისინი ამაზე გაცილებით მეტად ღელავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიცია მორევში ჩაითრიოს.

„კვლავ ცდილობენ, ჩაგვითრიონ ამ მორევში. ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, პროგრესზე, მაგრამ ხედავენ, რომ ჩვენ არ ვეგებით მათ პროვოკაციებს, ეს ყველაფერი მათ კიდევ უფრო ანერვიულებთ. შეხედეთ ბატონი ღარიბაშვილის რიტორიკას, დღესაც გამოჩნდება ალბათ სადმე, შეიძლება, პარალელურად კვლავ ილანძღება და ითათხება. უკეთეს ვერ ვინატრებდი. ბატონ ღარიბაშვილს მადლობა ეთქმის დღესაც, გუშინ ხომ ვუთხარი, დღესაც მადლობა ეთქმის, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად სჭირდება მხარდაჭერა დარჩენილ ექვს დღეში და ბატონი ღარიბაშვილი ამას ასრულებს. გამაოგნებელია ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მაგრამ ენით აღუწერელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ელჩები, უცხოელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შოკში. ამას საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურ გასამართ უცხოელთან შეხვედრაზე თავს იწონებს დემოკრატიის ხარისხით. ამ დროს იგივე ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შეუძლებელია და არჩევითობა თურმე გულისხმობს, რომ ერთი ფერი უნდა იგებდეს ყველგან. ორმოში ადამიანი რომ ვარდება ღრმად, რაც უფრო მეტად თხრის, ის ორმო ღრმავდება და ამ მდგომარეობაშია ბატონი ღარიბაშვილი“, – განაცხადა მელია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში მეცხრე დღეა მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიამელია: რამდენი დღეა შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს. რა არის ეს თუ არა დატყვევება