მელია მერობაზე: თუ პარტნიორები ჩათვლიან, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, არ გავექცევი ბრძოლას

მელია ციხიდან გამოვიდა

“თავიდანვე ძალიან გამიკვირდა, რომ დაიწყო საუბარი. მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მე უნდა ვყოფილიყავი თბილისის მერობის კანდიდატი. ამ წუთის მდგომარეობით, ყველაზე მეტად ვფიქრობ, რომ ეროვნულ კამპანიაში აქტიურად ჩავერთო და მქონდეს შესაძლებლობა, არა მარტო თბილისში ვიყო გამაგრებული, არამედ ვიყო ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, ფოთშიც, კახეთშიც, სამცხე-ჯავახეთში და ასე შემდეგ, რომ ამ მოძალადეებით გაჯერებულ რეჟიმს არ მივცეთ შესაძლებლობა, მიაღწიონ საწადელს. მე ამ წუთას ჩემს თავს ვხედავ ბრძოლაში, რომელიც არ იქნება შემოსაზღვრული თბილისით.

რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს თბილისის მერობის კანდიდატობას და თბილისის მერობას, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მე, შეიძლება, ჩემი მეგობრების, კოლეგების, პარტნიორი პარტიების თავმჯდომარეების გულწრფელ სურვილს ანგარიში გავუწიო. თუ ისინი თვლიან, თუ ჩვენ ყველა ჩავთვლით, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ნიკა შენ ასე მოიქცე და ასე მოვიქცეთ, რა თქმა უნდა, მე არ გავექცევი პასუხისმგებლობას და ბრძოლას. ამწუთას ეს პოზიცია მაქვს, მაგრამ აქ მერობის კანდიდატზე მაინცდამაინც რატომ არის აქცენტი გაკეთებული, ესეც, ფიქრობ, სწორი არაა. გუნდი კოალიციური უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი”, – ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ კითხვას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ” – ქართველი სასულიერო პირები იოანე X – ს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: იმედს ვიტოვებ, „ნაცმოძრაობა” გადალახავს უხერხულობას და შემოვა პარლამენტში