მელია: მე რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამნისტიის პუნქტი იქ არ გაჩნდებოდა

“პატიმრის ნაკლოვანება რა არის? რომ შეზღუდული გაქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და რამდენჯერაც შევძელი, ჩემი გზავნილი გაგაგონეთ. ვთქვი სატელეფონო საუბრით, Facebook პოსტით, წერილით, სასამართლოში მოვედი, ანუ სხვა მე რა შემეძლო.

მე რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან, გამორიცხულია, ეს ამნისტიის პუნქტი იქ არ გაჩნდებოდა. იმიტომ, რომ 20 ივნისი ძალიან ბევრისთვის და, მათ შორის ჩემთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, სადაც ეროვნული კონსოლიდაცია მოხდა და ქართული ოცნება ყელგამოღერებული საუბრობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიფურცლოს”, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატია“გამოვიჩინოთ სულიერი სიფხიზლე” – ჭყონდიდის ეპარქია მრევლს შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს