“სასამართლოს რაც შეეხება, ბოდიში მე ბევრ ჩემ თანამებრძოლთან უბრალოდ ვერ მოვასწარი დღეს გასაუბრება და ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს [იმის გამო, თუ] როგორც მოექცნენ სასამართლოში მოსულ საზოგადოებას.
ეზოშიც კი არ შეუშვეს, ჭიშკარი დაუკეტეს, ადვოკატი დარბაზშიც კი არ შეუშვეს, მერე 10-კაციან დარბაზში, ჩახუთულ სივრცეში 5 საათი განმავლობაში ამყოფეს ხალხი, ვინც მოახერხა იქ შესვლა, 2 კაცი დაიჭირეს. ახლა, სამართალს რომ იქ არავინ ეძებს ეს ხომ ვიცით? საჯაროობისთვის, მეტად რომ გაშიშვლდეს ეს ხელისუფლება, თუ ვინმე თვლის ასეთად, აი ერთადერთი ეს დატვირთვა აქვს.
ჩემი პროცესი არის 29-ში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში აღარ მივიღო მონაწილეობა, არ მივიდე ფიზიკურად. არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივის საცემად, პირველ რიგში ასე მგონია. იმიტომ, რომ მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზურას ეს რომ სცოდნოდა ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა” – თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”
მელია ადრწმუნებულია, რომ “ეს ბრძოლა, ასეთი პრინციპული ნაბიჯებით, დასრულდება შედეგით, ანუ ცვლილებებით.“
დღევანდელმა დღემ ყველას უნდა მოგვცეს დამატებითი ბრძოლის ჟინი და მოტივაცია. თუ ოდნავ მაინც გვაქვს ანალიტიკური უნარი, ეს ბრძოლა, ასეთი პრინციპული ნაბიჯებით, დასრულდება შედეგით, ანუ ცვლილებებით. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე, თუ პოლიტიკურ ოპოზიციური კლასი ამ უსამართლობას არ იღებს, მიიღო გადაწყვეტილება და დღემდე, ბოლომდე არის ბრძოლაში. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის, როგორც ჩვენი საუკეთესო მოკავშირეს, კიდევ უფრო გაააქტიურებს და მოტივაციას მისცემს, რომ დაუდგეს ამ პროტესტს გვერდში, დემოკრატიის გადასარჩენად. ასეთი აქტები, პოლიტიკური, გამბედავი და პასუხისმგებლიანი, მხოლოდ დაეხმარება. სადაც ახლა ზურა წავიდა, იქ ყოფნა სასიამოვნო არა არის, განსაკუთრებით პირველი დღეები,- განაცხადა მელიამ.