მელია – ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი პერსპექტიული პოლიტიკოსი, ჰქონდა გარკვეული მომავალი – უბრალოდ ასე იცის პოლიტიკურ კორუფციაში შესვლამ

პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც “შპს-ში”, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული განცხადებით ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, „არაფორმალურ მართვას არაფორმალური მართვის სტილით ვერ დაამარცხებ“.

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც “შპს-ში”, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.

რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს ნიკა მელია.

პოსტის გამოხმაურებებში მელია აღნიშნავს, რომ “ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი პერსპექტიული პოლიტიკოსი“.

„ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი პერსპექტიული პოლიტიკოსი, ჰქონდა გარკვეული მომავალი – უბრალოდ ასე იცის პოლიტიკურ კორუფციაში შესვლამ, მარტო შესასვლელი აქვს – გამოსასვლელი და გამოსავალი არა, თავს რომ სხვას დაანიშნინებ ლიდერად უნდა იცოდე, ყოველთვის შეძლებენ გადაგნიშნონ”, – წერს მელია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ცვლილებების დროა, მისტერ ტრამპ, გამარჯვებები – ზარქუა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა