მელია: კომპრომისი პატიმარზე არ უნდა იყოს, გირაოს გადახდა გამორიცხულია

„კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებით გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი“, – ამის შესახებ „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, გირაოს გადახდა გამორიცხულია.

„მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის იშტაზე ვიყავი, უსამართლობა იყო და უბრალოდ დაუმორჩილებლობა გამოვაცხადე, ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითაც გავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი.
გამორიცხულია გირაოს გადახდა. მე ახლა აქ ხომ შეიძლებოდა თავისუფლად არ ვყოფილიყავი, უბრალოდ განგებ გადავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი გამეწყვიტა და ჩემი უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის მიზანი ეს იყო, რომ საზოგადოებისთვის მჩაგვრელებისთვის წინააღმდეგობის გაწევით დამენახვებინა, რომ ბიძინას ციხის არავის ეშინია”, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – პლებისციტზე მე პირადად წავიდოდი
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ივანიშვილის კარზე უფროსობა თუ გინდა, პირადად მას უნდა მოპარო