“ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს”. – ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებისთვის ელექტროშოკები აქვს მომზადებული.
“ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული”. – თქვა კობახიძემ.