მელია: ყოველთვის იპოვა ბიძინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, რომელმაც გატეხა ოპოზიციურ-საზოგადოებრივი მოძრაობა

“ნაციონალურმა მოძრაობამ ყველასთან ერთად ბევრი გავიღეთ. ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ვიღაცას ვაჭრობა გაემართა. ძალიან ახლოს ვიყავით, გაიხსენეთ ის მუხტი. რისთვის შევედი? იმიტომ კი არა, რომ გამოვეტირე, ოღონდ მელია გამოვიდეს და რაღაც წარმოუდგენელ 43%-იან ბარიერს მოვაწეროთ ხელი. სულ სხვა რეალობა დამხვდა.

ბევრს საუბრობენ ერთობაზე, ურთიერთგაგებაზე. არცერთ შემთხვევაში ელემენტარული ხარისხის ერთობაც კი არ იყო. ყოველთვის იპოვა ბიძინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, რომელმაც გატეხა ოპოზიციურ-საზოგადოებრივი მოძრაობა. მიღებული მაქვს ეს გამოცდილება და არ უნდა გავითვალისწინოთ?! ბიძინა ივანიშვილმა გადაბუგა ეკონომიკურად სახელმწიფო, გათელა ღირსება დიდწილად, გააქარწყლა სინდისი, მარწუხებში მოაქცია ყოფა, ადამიანებს სული ეხუთებათ გაჭირვებაში, მაგრამ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ერთი, ან ორი, ან ყველა პრობლემის ნაპერწკლიდან ძალიან მალე აალდება სერიოზული, დემოკრატიული საპროტესტო ტალღა ისევ”,-თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში საუბრიას.

banner
წინა სტატიაში“იტალიური ჯიშის დეკორატიული ბუჩქები და ხეები, უკვე წალენჯიხაშია და ხვალიდან დავიწყებთ დარგვას” – თამარ ბელქანია
შემდეგი სტატია“ღვთისგან, თუ რაიმე მისია დამეკისრება, მზად ვარ ღვთის ნების აღსრულებაში მივიღო მონაწილეობა” – მეუფე პეტრე პატრიარქის გადადგომაზე