მელია: ისეთი შეთანხმების აზრს ვერ ვხედავ, სადაც რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

“დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის სახელმწიფოს სარგებელზე ორიენტირებული ბრძოლა, ანუ შედეგზე გათვლილი ბრძოლაა. ამიტომ, მე აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, სადაც უბრალოდ არ იქნება მთავარი – ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს, ან ნებისმიერი არჩევნებამდე მისასვლელი რაიმე ალტერნატიული გზა”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია “TV პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების გარეშე ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება – მელიას ინტერვიუ
შემდეგი სტატიასამოქალაქო დაუმორჩილებლობა პარლამენტთან – აქცია გრძელდება