მელია: გრიგოლ ვაშაძეზე ნამდვილად გამიკვირდა, როცა ხელს აწერდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მას გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური ნაბიჯები გაუკვირდა, თუმცა როგორც პოლიტიკოსს არ წყენია. ამის შესახებ მელიამ ექსკლუზიურად ინგა გრიგოლიასთან ისაუბრა. მელიას თქმით, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურად მოულოდნელად დადისტანცირდა.

გრიგოლ ვაშაძეზე ნამდვილად გამიკვირდა, როცა ხელს აწერდა, გრიგოლი პროცესებზე იმ დროს განაპირდა, როცა არ ველოდებოდით არც გვითხრა, სად მიდის რატომ აკეთებს ამას. როცა პოლიტიკაში ხარ, არაფერი არ უნდა გეწყინოს, შეიძლება, როგორც პატიმარს მეწყინა, რადაგან შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. მე როგორც პოლიტიკოსს არაფერი არ მწყინს. მეტი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით,” – თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსნებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა დღეს პარლამენტში არ მისულა. ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წლის 15 დეკემბერს წავიდა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა არ უპასუხა შეკითხვას, ნატო გააძევებს თუ არა რუს დიპლომატებს
შემდეგი სტატიამელია: შარლ მიშელმა როცა დადო ეს დოკუმენტი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დავთანხმებულიყავით?