“მელია გირაოს გადახდას და სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს”

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილსი თქმით, მელია გირაოს გადახდას და ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს.

“ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ის არის მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძებით თუ რაიმე ახალს მოიფიქრებს სასამართლო. არ მგონია, რომ სასამართლომ ეს აბსურდული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს.” – ამბობს კონდახაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკურად დადგა იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა, მისივე სიტყვებით, საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს.

“ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ, რომ ბრალდების მხარე არის სამართლებრივ აბსურდში შესული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. ამ შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი. მაგრამ არცერთი ეს აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, ფარატინა ფურცელი, ფიქცია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს დაახლოებით ერთი წელია, გრძელდება.” – ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასულხან სალაძე – ვითხოვთ, ბიულეტენები გადაითვალონ