მელია – ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში

ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეკრება და აქციების გამართვა მოხდება დილიდან. როგორც მელიამ აღნიშნა, ბრძოლა იქნება დამღლელი. მელიას განცხადებით, ხვალ დილიდან, 11:00 საათზე, სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„ამასთან, მეოთხე ადგილასაც იქნება აქცია, რომელსაც განგებ არ დავასახელებ და ასე იქნება ყოველ დღე. შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება – ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის. ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა თქვენს და სხვა ადამიანებისგან, არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის, გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – აქციაზე ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები, დღეს იმდენი ხალხია, რამდენიც ჩემ გაკეთებულ ემიგრანტების აქციაზე
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – სააკაშვილს მიეცემა თუ არა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, აქცია გაიმართება