მელია: გახარია თუ ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია

გახარია მელია

“თუ ამხელს ნამდვილად ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბატონმა გახარიამ, თუ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება? ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წესწყობილება გვაქვს – ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ქვეყანაში, ან ავტოკრატიული. ან გვაქვს დემოკრატია, ან გვაქვს ოლიგარქია, ორივე ერთად ვერ მუშაობს, ეს ხომ აქსიომაა.

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, ქვეყანას მართავს ოლიგარქი, დიახ, ეს ასეა, გეთანხმებით და ფარცხალაძე ფარცხალაძეა, მუხთარლი რომ გაიტაცეს, ეს მოხდა, ის რომ მოკლეს, ის მოხდა. თუ ამხელს ნამდვილად ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ამიტომ, დაველოდოთ, რა ხდება და როგორ ხდება, ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ.

მთავარია, პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი”, – ამბობს მელია.

“არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ”, – თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია: ორსანტიაში მასიური ტესტირება მოხდება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ივნის-ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება