მელია – გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს არ უნახავს

ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

მელიას თქმით, „გადარჩეული საკრებულოს“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.

,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი – ადვოკატი
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ მიზანია ჩავრთოთ საზოგადოების პასიური ნაწილი პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში, რადგან დიდი უპირატესობის გარეშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია“ – გიგა ბოკერია