მელია – ეს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან

ეს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის არც ერთ ეტაპზე მზად არ ყოფილა, რაც მისივე შეფასებით, ტრაგიკულია.

„ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო თუ არა, ვფიქრობ, საერთოდ არ არის საინტერესო, თუმცა, შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, საზოგადოებას მივანდოთ ეს საკითხი, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე და არც ყოფილა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე ტრაგიკული. ამიტომ, თითოეული დღე, რაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ესაა ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის განურჩევლად, მათი სოციალური სტატუსისა, ძალიან მცირე ნაწილი არ განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს ამ ქვეყანაში და ასეთები შეიძლება მხოლოდ 2%-ია, ისინიც კი არ არიან ბედნიერები, ანუ რომც გქონდეს სოციალური გარანტიები ამ ქვეყანაში და არ ღელავდე მატერიალური თვალსაზრისით შენს მომავალზე, რომ გქონდეს მზარდი შემოსავლიც კი, არ გაქვს მთავარი, რაც ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, რადგან ერთხელ ვიბადებით, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ვერც 100 წელი, ვერც 110 და კიდევ უფრო მეტი, არ აქვთ მთავარი – ბედნიერება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობაც გააქრო, ხომ შეიძლება ხელისუფლება ამა თუ იმ ეტაპზე იყოს წარუმატებელი, მაგრამ მასში ხედავდე პოტენციალს, შანსს განვითარებისა, არ ვიცი, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ამ ხელისუფლებას, რეჟიმს რაიმე სახის შესაძლებლობა თუ აქვს ოდნავ მაინც აღარ გააუარესოს, იმას კი არ ვამბობ, გააუმჯობესოს, რადგან ეს უკვე წარმოუდგენელია, ვერ მოხდება, ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალქეებით“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ჩემთვის გაუგებარი იყო, რას დაუკარით ტაში იმ დღეს და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ?
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა კარალეთში – ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა