მელია – ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.

“შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს”,- განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არაა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ტერიტორიაზე გამოყოფილი, ანზორ მელია ამბობს: “ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა”.

“მეთაური არ ჰყავთ და “ოცნება” რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. “ნაციონალები” მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ”,- განაცხადა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს