მელია: ციხეში მყოფისთვის მტკივნეულია როცა ოპოზიციას შორის პაექრობას ადევნებ თვალს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერ გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონპროექტში ყველა მოძალადე ჩაწეროს.

“ძალიან ვგულშემატკივრობ ოპოზიციის ერთიანობას. ციხეში მყოფისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ელემენტარულ დონეზეც პაექრობას როდესაც ადევნებ თვალს ოპოზიციას შორის. 1 წლის წინ, როდესაც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აკრიტიკებდა მეორეს, ამაზე განვიცდიდი და ახლა წარმოგიდგენიათ რა გრძნობები მეუფლება? მძიმე დღე გვიდგას, შეცდომებზე მითითებას, ვისი ბრალია, რა და როგორ მოხდა, აზრი აღარ აქვს, განსაკუთრებით, აქედან. გამოსავალი უნდა ვეძებოთ, დარწმუნებული რომ ვარ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა მოძალადეს და ე.წ. ჯალათს, ყველა, ვინც ერთხელ მაინც ისროლა და იძალადა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, ყველას ჩაწერს კანონპროექტში ქართული ოცნება. მნიშვნელობა არ აქვს ახლა ჩვენ რას ვამბობთ – მოგვეწონება, არ მოგვეწონება, ოპოზიცია იძულებული იქნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს, იმიტომ, რომ მოძალადეებს ჩაუწერენ იქ, არც ჩამკეტს დააყენებენ და არც დაზარალებულთა თანხმობას ჩაწერენ. ქართულ ოცნებას ვერც ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” იტყვის – ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი, რის თანამხადაც ყველაზე უნდა გავრცელდეს შეთანხმება და ეს ასე წერია – რაც მართალია, მართალია.

მე იმედი მაქვს, ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომ შანსი დაგვრჩეს გადარჩენის. “ქართული ოცნება” რომ ჩაწერს, ეჭვი არავის ეპარება და რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაწეროს?”, – ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია “პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშილიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
შემდეგი სტატიალოქდაუნი ბავშვის მეტყველების განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს