მელია – ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა

“სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა”, – ასეთი განცხადება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის ბათუმში, გიორგი კირთაძის წარდგენისას.

ნიკა მელიას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

“ხეხეს ასფალტები ფხვნილებით, კლიპებს იღებდნენ და გვატყუებდნენ, რომ მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, არ ვიცი ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან რეკავენ და გვეუბნებიან, რას აკეთებთ თქვენ, “ქართული ოცნება”, რომ გქვიათ ხელისუფლების სახითო, ჩვენც გვასწავლეთო, ასე ჩაახრიალეს მთელი საარჩევნო კამპანია. ყველაზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს წელს, როდესაც პიკზე იყო ვითარება გამწვავებული, მაშინ შეამსუბუქეს რეგულაციები, მაგრამ როცა უმკაცრესი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ იყო, მაშინ დააწესეს. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მათი აღარ სჯერა. გამოსავალი არის გონიერებაში. 2 ოქტომბერს რეფერენდუმში არის გამოსავალი, რომ სწრაფადვე ეს ადამიანები ჩანაცვლდნენ კოალიციური მთავრობით”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაგაუგებარი მიზეზით დამაყოვნეს , ბარგი გამიჩხრიკეს – კობა ნაყოფია