მელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია თანახმაა საპატიმრო დატოვოს ევროპარლამენტარების თავდებობით. თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.

“ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ ქართული ოცნების კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.

ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმაოთ და მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მათთვის, ვინც ჩემ გამო დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით მე დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს”, – თქვა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი თალაკვაძის გადადგომაზე: ივანიშვილმა ვერდიქტი გამოიტანა
შემდეგი სტატიაზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა