მელია: ბრძოლა არათუ შეწყდება, არც კი შენელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა:

“ბრძოლა არათუ შეწყდება, არც კი შენელდება, უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ, მე მეგონია, რომ კოლგებთან, მეგობრებთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ზღვა ხალხი და არა 7000, როგორც კობახიძე და ივანიშვილი ამბობს, ეს გამზირი შაბათს 3 საათზე უნდა გადაივსოს.”- აცხადებს მელია.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია 300 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე კონტრაქტს ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიანიკა მელიას განცხადებით, მორიგი აქცია რუსთაველის გამზირზე შაბათს გაიმართება