მელია: ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართულ მარშს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანის ოლქში, ნიკა მელია, ამბობს, რომ გუშინ მის ოფისთან პუტინისტური პარტიის ქართული მარშის მიერ გამართულ აქციაში ქართული ოცნების აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.

მელიას თქმით, მმართველმა პარტიამ იცის, რომ გლდანის ოლქს უპირობოდ აგებს და ასეთ ხერხებს სწორედ ამიტომ მიმართავს.

“ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართული მარშის ნებისმიერ წარმომადგენელს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე. განა იმიტომ, რომ მე ჩემი შეხედულება არ მაქვს ამ ორგანიზაციაზე, უბრალოდ, ერთხელაც კი არ გამომითქვამს მოსაზრება ამ ორგანიზაციაზე, არათუ უახლოეს წარსულში, რაც კი არსებობენ ისინი, მე არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოზიცია არ მაქვს.

რაღაც საბაბი ხო უნდა ჰქონოდათ და მოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაც განცხადება გამიკეთებია მათთან მიმართებაში. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქართული მარშის გარემოცვაში იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც ამიტომ, მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ამ აქციის გამართვის, იქ იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც. ვითომ განცხადება გავაკეთე და ამაზე აპელირებდნენ, მაგრამ რა განცხადებაზე იყო საუბარი, არ ვიცი”. – თქვა ნიკა მელიამ რუსთავი2-თან საუბრისას.

გუშინ, 15 ოქტომბერს, მელიას ოფისთან პუტინისტები მიცვივდნენ. აქციაზე ისმოდა ფაშისტური შეძახილები.

banner
წინა სტატიაშიმუშავდება ახალი პროტოკოლი კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში
შემდეგი სტატიაბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება იმართება