მელაშვილი თავდამსხმელებზე: ვიღაცამ წინასწარ დაურეკა და უთხრა, მოდიან და დახვდითო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.

“მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მეცნო. ჩემი შეხედვით, ეს იყო მოსახლეობის ნაწილი, გაბრაზებული ხალხი, რომელთაც ვიღაცამ წინასწარ დაურეკა და უთხრა, მოდიან და დახვდითო. სალანძღავი სიტყვები მესროლეს, აღვიქვი, როგორც გაბრაზებული ხალხი.

მათი უმეტესობა ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო, აღელვებული, რომელთან ვიღაცამ შთააგონა – ეს არის მთავარი დამნაშავე პირი, რომელმაც გარეჯი წაგვართვაო”. – ამბობს ივერი მელაშვილი “ფორმულასთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიავარიის შედეგად მდინარეში გადავარდნილი ბავშვი კეთილმა სამარიტანელმა იხსნა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროკავშირში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 150 მილიონი ადამიანი აიცრა