მელაშვილი: PVT არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის

კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დამოკრატიისთვის წევრი, ირაკლი მელაშვილი წერს, რომ პარალელური დათვლა (PVT) არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის და ბიულეტენების ჩაყრასა და კარუსელს ვერ აჩვენებს.

“ვინც არ იცის რა არის პარლელური დათვლა, იმათთვის ვწერ. პარალელური დათვლა ყოველთვის ასე ხდებოდა და არ მგონია რამე შეცვლილიყოს, გარკვეული პრინციპით (მაგალითად: თითო რეგიონდან გარკვეული რაოდენობა და ა.შ. ,) შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების (მთლიანი რაოდეობის 5% ან 10%) მიერ შედგენილი და დამტკიცებული ოქმების მონცემები ივლება და ჯამდება.

შესაბამისად, თუკი მაგალითად, უბანზე ვინემე ჩაყარა 20, 50 ან თუნდაც 100 ბიულტენი და ის დაითვალეს, ე.წ. პივიტი ანუ პარალელური დათვლა ამ გაყალბებას ვერ გაჩვენებს, ვერც კარუსელს გიფიქსირებს, იმიტომ რომ პარალელური დათვლის დროს, მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემები ითვლება. (მათ შორის დაუბალანსებელი ოქმებისაც) ამიტომ პარალელური დათვლით რეალურად ხდება მხოლოდ იმის შემოწმება, საუბნო საარჩევნო კომისიამ ცსკო-ში რა მონაცენებიც გადააგზავნა, ემთხვევა თუ არა პარტიებისთვის გადაცემული ოქმების ასლების მონაცემებს და მერე ცსკო-მ სწორად დააჯამა თუ არა უბნებიდან შემოსული მონაცენემები. მეტს არაფერს პარალელური დათვლა არ ამოწმებს, შესაბამისად პარალელური დათვლა არ არის უნივერსალური მექანიზმი არჩევნების გაყალაბება-არგაყალბების შეფასების, მისი მეშვეობით მხოლოდ პროცედურის ნაწილის სწორად წარმართვის მონიტორინგი ხორციელდება”. – წერს მელაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიჟარაძე: ოცნება PVT-ით მანიპულირებს
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მიღებას ახალი წლის პერიოდში განაახლებს