მელაშვილი: “მეძახდნენ – მოღალატე, მიწების გადამცემო, მაგინებდნენ”

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი დავითგარეჯაში სასულიერო პირების მხრიდან მასზე და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

“მოშორებით ვიყავით, მონასტერთან ახლოს არ მივსულვართ, ავტოსადგომია დაბლა მოწყობილი და იქ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიოდა რეპორტაჟის გადაღება. სასულიერო პირები ჩამოვიდნენ, რომ მოგვიახლოვდნენ შემოგვძახეს, შენ აქ რა გინდა?! სამშობლოს მოღალატე, მიწების გადამცემო. შევეცადე, ძალიან წყნარად ამეხსნა მათთვის, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს სიმართლეს რომ არ შეესაბამება. დაახლოებით ოთხი სასულიერო პირი იყო, 2-3 კი რიგითი მოქალაქე, ესენი იღებდნენ მონაწილეობას. ძირითადად სასულიერო პირები გამოხატავდნენ ასეთ მიმართვებს: წაეთრიეთ აქედან, შემდეგ ლანძღვა-გინებასაც არ მორიდებიან. პირდაპირი მნიშვნელობით იგინებოდნენ”, – ამბობს მელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება
შემდეგი სტატიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს