მელაშვილი: ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის

„ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომი და არც ქვემდგომიდან. ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასე იყვენენ ნატალიაც და ის კომისიის წვერებიც, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, აგერ არის სასამართლო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი. ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოდ გვამყოფეს ციხეში. მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, მაგრამ ის, რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, არის პოლიტიკური მიზანი. პირველი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პარტიისთვის პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება, გაშავება მისი, თითქოს რაღაც გამოყვანა, რომ ტერიტორიები გადასცა და ა.შ. მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის შედეგი. ეს ორივე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. პროცესი მიმდინარეობს, ვაცადოთ. იმედია, დროზე დასრულდება. დღეს კარგი მოხდა ის, რომ გამოგვიშვეს, მადლობა პირველ რიგში საზოგადოებას. არავინ არ უნდა აღმოჩნდეს ციხეში, რადგან ყოველგვარი მცდელობა აბსოლუტურად იმ საზიზღრობის გაგრძელებაა, რაც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, ეს სულელური ბრალდებები პოლიტიკური მიზნით უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი პირი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ივერი მელაშვილი, ილიჩოვა, თითოეული ამის ბრალეულობა არის უსაფუძვლო, რადგან საგანი არ არსებობს არავის არაფერი გადასცემია და არავითარი ტერიტორიის დაკარგვა არ მომხდარა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი გიგიაძე: იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით
შემდეგი სტატიაშს მინისტრი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებაზე