“მელაშვილი-ილიჩოვას გაშვება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთად დგომის შედეგია პროკურატურის განცხადება, დაკავებული კარტოგრაფების, იველი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის საპატიმრო სასჯელის გირაოთი შეცვლაზე.

“გირაოს უფარდებენ მელაშვილს და ილიჩვოვას, რაც ძალიან კარგია და ერთი მცირე გამარჯვებაა. ოღონდ, ახლა, როგორც ჩანს სხვა ვინმეს დააკავებენ და ახლა მას აიყვანენ მძევლად. ასეთია არალეგიტიმური რეჟიმის სახე. მელაშვილის და ილიჩოვას გაშვება კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა და რამდენიმე კაპრიზიანი ვაიპოლიტიკოსის გარდა, ეთხმად მოითხოვა ამ ადამიანების გათავისუფლება”, – წერს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნებმა, რომლებსაც მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ”
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა