მელანია ტრამპმა მეუღლის მიერ ქალების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 01:15

მელანია ტრამპმა მეუღლის მიერ ქალების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

11აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის სიტყვები, რომელიც მისი ქმრისგან მოისმინა ქალების მიმართ.
“ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ჩემთვის. ეს არ არის დამახასიათებელი ადამიანისთვის, რომელსაც მე ვიცნობ. მას ლიდერის გონება და გული აქვს” – თქვა მელანია ტრამპმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხი მისი ქმრისგან ბოდიშს მიიღებს და დასძინა, რომ „ მან ახლა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გააკეთოს მობილიზება, რომელიც ამერიკელების და მსოფლიოს წინაშე დგას”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ სკანდალი აგორდა, ის საპრეზიდენტო მარათონიდან კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
ტრამპი სკანდალში პარასკევს გაეხვა, როდესაც გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ქალებზე ვულგარულად საუბრობს.
ჩანაწერში ის თავს იქებს, რომ ქალებს კუთხეში იმწყვდევდა, კოცნიდა და ინტიმურ ადგილებზე კიდებდა ხელს.
ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის თქმით, სკანდალი ტრამპს საბოლოოდ დაკარგვნებს გამარჯვების შანსს. მიუხედავად ამისა, ტრამპმა Wall Street Journal-თან სატელეფონო დიალოგში განაცხადა, რომ ის არავითარ შემთხევევაში არ აპირებს არჩევნებიდან მოხსნას თავი და რომ მას საკუთარი “მომხრეების წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს”.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის კონგრესის წევრებმა მას გადადგომისკენ მოუწოდეს. “მე არასდროს მოვხსნილვარ. არასდროს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მე არ დამიხევია” – განუცხადა ტრამპმა Washington Post-ს.
დონალდ ტრამპმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ის 2005 წლის ვიდეოს გამო ბოდიშს იხდის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 01:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics