მელანია ტრამპის თვითმფრინავში კვამლი გაჩნდა

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, სასწრაფო დაშვება განახორციელა  New York Post-ი წერს. თვითმფრინავი ფილადელფიაში მიფრინავდა. აფრენიდან 15 წუთში სალონში კვამლი შენიშნეს და დამწვრის სუნი დადგა. ეკიპაჟმა მგზავრებს, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები და დაცვა, სველი პირსახოცები დაურიგა. თვითმფრინავი ავიაბაზაში დაბრუნდა.
თავდაპირველად მომხდარს “მექანიკური პრობლემა” უწოდეს. შემდეგ ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვამლი ერთ-ერთი ტექნიკური საშუალების გადახურების გამო გაჩნდა.
მელანია ტრამპი ფილადელფიაში სხვა თვითმფრინავით გაფრინდა.

banner
წინა სტატიაშიჯონათან კაცი – საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
შემდეგი სტატიაბერლინი ერაყსა და სირიას 100 მილიონ ევროს გამოუყოფს