22.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
banner

მელანია ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი Fox News-მა გამოაქვეყნა

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეშვეობით წერილი გადასცა, რომელშიც წერს, რომ პუტინს ბავშვების გადარჩენა ერთი ხელმოწერით შეუძლია. წერილის ასლი Fox News-მა გამოაქვეყნა.

წერილის ტექსტში პირველმა ლედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს, წარმოშობის ქვეყნისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, „აქვს ერთი და იგივე ოცნებები – სიყვარული, შესაძლებლობები და საფრთხისგან დაცვა“.

„ყოველ ბავშვს გულში ერთი და იგივე ჩუმი ოცნება აქვს, იქნება ის დაბადებული რომელიმე ქვეყნის მშვიდ სოფელში თუ ბრწყინვალე ქალაქის ცენტრში. ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, შესაძლებლობებზე და საფრთხისგან დაცულობაზე.

როგორც მშობლების, ჩვენი ვალია, გავუღვივოთ მომავალ თაობას იმედი. როგორც ლიდერების, ჩვენი პასუხისმგებლობა ბავშვების წინაშე სცდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოა, რომ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ღირსებით სავსე სამყაროს შექმნისკენ ყველასთვის, რათა ყოველმა ადამიანმა მშვიდობით გაიღვიძოს და რათა მომავალი სრულყოფილად იყოს დაცული.

ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, დარწმუნებული ვარ, თქვენც დაეთანხმებით: ყოველი თაობის შთამომავლები ცხოვრებას სისუფთავითა და უმანკოებით იწყებენ, რომლებიც გეოგრაფიაზე, მმართველობასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას.

და მაინც, დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია ატაროს ჩუმი სიცილი, იმ სიბნელისგან მიუკარებელი, რომელიც მათ მომავალს შეიძლება დაემუქროს. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მათი მელოდიური სიცილი.

ამ ბავშვების უმანკოების დაცვით თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა, თქვენ თავად კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი მამაცი იდეა სცდება ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას და თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის განხორციელება მხოლოდ ერთი ხელმოწერით დღესვე. დროა!“ – ნათქვამია მელანია ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილში.

banner
წინა სტატიაშისანიკიძე: “შეხვედრის მთავარი შედეგია, რომ პუტინი აგრძელებს ომს და მშვიდობას არ აპირებს
შემდეგი სტატიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი