7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

მელანია ტრამპი: რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციები

რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციები, რათა უზრუნველყონ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა,-წერს აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი X-ზე.

,,ეს ოპერაციები ტარდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, რაც დაადასტურა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა”- წერს აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი X-ზე.

23 ოქტომბერს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში. ცეცხლის შეწყვეტის მიზანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მომზადება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს იმ ტარიფების შენარჩუნებისა, რაც დღემდე მოქმედებდა
შემდეგი სტატიაპაატა სალია: ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში