მელანია ტრამპი აფრიკის ქვეყნებს ესტუმრება

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი ორშაბათს აფრიკის ქვეყნებში ტურნეზე გაემგზავრება. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობაა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა. როგორც თეთრი სახლი ავრცელებს, მელანია ტრამპის ხუთდღიანი ტურნე აფრიკის ოთხ ქვეყანას მოიცავს – განას, მალავის, კენიას და ეგვიპტეს და ისეთ საკითხებს მიეძღვნება, როგორიცაა საავადმყოფოებში დედებისა და ჩვილების დახმარება, ბავშვთა განათლება, ასევე, ამ ქვეყნების ისტორიისა და კულტურის შესწავლა, რადგანაც აღნიშნულ ქვეყნებს თვითგამოხატვაში აშშ ეხმარება.
მელანია ტრამპის პროექტის “იყავი უკეთესი” მთავარი ასპექტი ბავშვთა პირობების გაუმჯობესებაა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშისკრიპალების საქმის ფიგურანტი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა