მელაძე: ფაილებში ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, მამა ანდრია სარიას WhatsApp-ით ვესაუბრე

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, რომ გავრცელებულ ფაილებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ მოსმენებს ასახავს, მისი სატელეფონო მოსმენების შიფრებია.

“ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, ჩემი და მამა ანდრია სარიას, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის.

მამა ანდრიას ვესაუბრე WhatsApp-ით. ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა-თქო”. – წერს ნოდარ მელაძე.

მელაძის ინფორმაციით, დოკუმენტებში მისი და სასულიერო პირების საბრის შესახებ წერია:

“მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება”.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა
შემდეგი სტატიავაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული ხვალ, 14 სექტემბერს გამოვლინდება