მელაძე: გამთენიისას TV პირველის ცენტრალური სერვერი გაითიშა

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელევიზიის სერვერი გაითიშა და მაუწყებლობა ავარიულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ნოდარ მელაძე ეჭვობს, რომ შესაძლოა სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა.

“დღეს გამთენიისას 4 საათსა და 31 წუთზე დაახლოებით. ელექტრონულმა ჩამწერმა მოწყობილობამ ეს რომ დააფიქსირა, გაითიშა TV პირველის ცენტრალური სერვერი. მუშაობენ ადამიანები და ცდილობენ რომ ჩვენი სრულფასოვანი მაუწყებლობა აღადგინონ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიცილაურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა და მოხდა თუ არა გარედან შემოღწევა”.- ამბობს ნოდარ მელაძე.

მისივე თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს და ის გადაცემები, რომლებსაც ცენტრალური სერვერი არ სჭირდებათ, ეთერში გავა. მელაძე იმედოვნებს, რომ საინფორმაციო გამოშვება 13:00 საათზე გასვლას შეძლებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 1 314 104​ აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: თბილისიდან ონში ადამიანი სამ საათში ჩამოვა