მელაძე – ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას გვაძლევს კანონი

“მათი მიზანია როგორმე გავიდნენ წყაროზე” – ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

ჩვენი, ჟურნალისტების, მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით ,-თქვა ნოდარ მელაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა! – ვატო წერეთელი პროკურატურას
შემდეგი სტატიასასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა