მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს

850 წლის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადაურჩა საფრანგეთის რევოლუციას, ორ მსოფლიო ომს, ტერორისტულ საფრთხეებსა და ჰაერის დაბინძურებას, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს.

მათივე ცნობით, 1944 წლის 24 აგვისტოს სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებმა აუწყა მოსახლეობას პარიზის ნაცისტებისგან გათავისუფლების შესახებ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვოდა.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.

„ბიბისი“ გრაფიკულ გამოსახულებას ავრცელებს, რომელზეც ჩანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად.

როგორც ფოტოზე ჩანს ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდეგ ჩაინგრა.

ხანძარს გადაურჩა ტაძრის წინა ნაწილი, ორი მთავარი კოშკის ჩათვლით.

ამასთან, როგორც პარიზის მერმა, ანა იდალგომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, გადარჩა ტაძრის საკურთხეველი. მისი თქმით, ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც წარმოედგინა.

ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო მზადყოფნას გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრანსუა-ანრი პინო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში “ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატია„ერთადერთი დღის წესრიგი რაც აქვს „ოცნებას”, არის ის, რომ შეინარჩუნონ კლანის მმართველობა მართლმსაჯულებაში“ – თინა ბოკუჩავა