მეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უწყვეტი მუშაობის შედეგად, დღის განმავლობაში, მოხერხდა ხანძრის 5 კერის ლიკვიდირება.

ხანძრები ლიკვიდირებულია: იმერეთში – საჩხერეში, სოფელ ვაკისაში; შიდა ქართლში – რკონის ხეობაში; სამეგრელოში – მარტვილში, სოფელ ბალდაში და წალენჯიხაში, სოფელ სქურში.

ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია.

დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ივანიშვილმა ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და „დაგვიტოვა” სიღატაკე და უსამართლობა
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სისტემაში „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამო 11 ადამიანი შიმშილობს