მეხანძრე-მაშველებმა 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა და მეხანძრე-მაშველებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ის მეხანძრე-მაშველებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ომის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

“​​აგვისტოს ომის დროს გორში 300-მდე მეხანძრე-მაშველი ვიყავით მობილიზებული. ვცდილობდით ხანძარი ჩაგვექრო და ადამიანები გადაგვერჩინა. ძალიან სტრესულ გარემოში გვიწევდა მუშაობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”, – განაცხადა მეხანძრე-მაშველმა ნიკოლოზ გიორგიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) დაღუპული გმირებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგება ოქტომბერში ისეთი პრეზიდენტის არჩევაა, რომელიც არ დაუშვებს მომხდარ ტრაგედიათა განმეორებას
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ვუცხადებთ მხარდაჭერას, სანამ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას არ ვნახავთ