მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 2, 2018 15:21

მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რეორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში განაცხადა, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

მისი თქმით, სამსახურიდან არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ზოგი მათგანი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

„სახეცვლილ სამსახურს წარმოვადგენთ ორ თვეში.პრეზენტაცია გვექნება. გათავისუგლებული არცერთი თანამშრომელი არ არის. ზოგი მათგანი გადაყვანილია კადრების განყოფილებაში. მიმდინარეობს როტაცია-ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხებით ვაპირებთ, მეხანძრე-მაშველებს ხელფასები გაიზარდოს, ეს დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. თუკი რამე ცვლილება იქნება, შეეხება მენეჯმენტს, ზედა რგოლს. არც ერთი პროფესიონალი მეხანძრე-მაშველი თავის ადგილს არ დაკარგავს, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც 20-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 2, 2018 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,249
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics