მეიმ პუტინს დესტაბილიზაციური მოქმედებების შეწყვტა მოსთხოვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს “დიდი შვიდეულის” სამიტზე შეხვდა – ეს სკრიპალების საქმის შემდეგ მათი პირველი შეხვედრა იყო.

მეიმ პუტინს უთხრა, რომ “შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობის მოგვარება მანამდე, სანამ რუსეთი თავის უპასუხისმგებლო და არეულობისკენ მიმართულ მოქმედებებს არ შეწყვეტს, რომელიც დიდ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს მისგან ემუქრებათ” -ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს.

“რუსეთმა უნდა აღიაროს თავისი მოქმედებები (სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით-რედ) , შეწყვიტოს ისინი და ასევე, მსოფლიო მასშტაბით უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაცია, მათ შორის დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენებაც” – მეიმ თქვა – წერს”ბიბისი” .

მეისა და პუტინის უკანასკნელი შეხვედრა, ასევე, G20 სამიტზე 2016 წლის 4 სექტემბერს ჩინეთში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისავარაუდოდ, იყო რამდენიმე ბრძანება – წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ აქციის დაშლისას ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი 20 ივნისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო