მეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ ცეცხლის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა

თბილისში, მეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა, გვიან ღამით მოხერხდა. ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავს გაუჩნდა, სადაც საწყობი იყო განთავსებული, თუმცა მიზეზი უცნობია.
რესტორნის დირექტორის მტკიცებით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამწოვი მილი გახდა.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით გაითიშა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეთა დასჯა – პანკისში დღეს აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიათუ გარკვეული ხანი გავიდა და არსით ხმა, არსით ძახილი, ამას სახელი დაერქმევა… სხვა ზომები იქნება – ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე