მეი თვლის, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწევადია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან “ბრექსიტთან” დაკავშირებით შეთანხმება მიღწევადია იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელთან მოლაპარაკებები მძიმედ მიდის – ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განცხადება ორშაბათს, 15 ოქტომბერს გააკეთა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას – “დოიჩე ველე” წერს.
“ჩვენ უთანხმოებებს იმის საშუალებას ვერ მივცემთ, რომ კარგი შეთანხმების დადების შესაძლებლობა გავუშვათ ხელიდან და დაგვტოვონ სიტუაციაში, როცა შეთანხმება არ არსებობს, სიტუაციაში, რომელიც არავის სურს” – აღნიშნა მეიმ. “ძველებურად ვთვლი, რომ შეთანხმება, მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული, საუკეთესო იქნება გაერთიანებული სამეფოსთვისაც და ევროკავშირისათვისაც. ძველებურად ვთვლი, რომ ის მიღწევადია” – ხაზგასმით აღნიშნა მეიმ.

პრემიერმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მინისტრის დომინიკ რააბას ბრიუსელში ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ფონზე ექსპერტების მოსაზრება ძლიერდება, რომ ლონდონი ერვოკავშირიდან შესაბამისი შეთანხმების გარეშე გავა, რაც სამეფოში სამართლებრივ და ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს
შემდეგი სტატიასუბელიანის შვილის ორგანიზებულ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი და დადუნაშვილი, ხოლო მირზა სუბელიანმა პირდაპირ გაწირა მისი შვილი – სარალიძე