მეი სამშაბათს “ბრეკსიტის” გეგმას გაასაჯაროვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის კანცელარიამ უარყო ხმების იმის შესახებ, რომ მან “ბრეკსიტისთვის” “რადიკალური” ვარიანტი აარჩია. ვარაუდობენ, რომ მეი საკუთარ გადაწყვეტილებას სამშაბათს გაასაჯაროვებს.
“ბიბისის” ცნობით, დაუნინგ სტრითი პრაქტიკულად, არ საუბრობს მეის გეგმის არც ერთ ასპექტზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის წინასწარი გეგმა ტერეზა მეიმ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის გაერთიანებიდან გასვლის პროცესი მარტში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიტრამპის შტაბი პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრის შესახებ გეგმას უარყოფს
შემდეგი სტატიაბრაზილიის ციხეში ამბოხებულებმა სამ პატიმას თავი მოკვეთეს