მეი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პროექტი ქვეყნის ღირებულებებს საფრთხეს უქმნის

ევროკომისიის მიერ წარდგენილი პროექტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ, ქვეყნის ღირებულებებს საფრთხეს უქმნის, ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. “გამოქვეყნებული ტექსტი იმპლემენტაციის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს ერთიანობას და შიდა ბაზარს საფრთხეს შეუქმნის, რადგანაც ის სამართლებრივ საზღვარს ქმნის ირლანდიის ზღვაში” – განაცხადა მეიმ და დაამატა, რომ არც ერთი ბრიტანელი პრემიერი ამაზე არ დათანხმდება.
შეთანხმების ტექსტი “ბრექსიტის” შესახებ მოლაპარაკებებში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიშელ ბარნიემ დღეს წარადგინა ბრიუსელში.

banner
წინა სტატიაშიტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს სახელმწიფო საიდუმლოზე წვდომა შეუწყვიტეს
შემდეგი სტატიაიტალიაში კარაბინიერმა მორიგეობის შემდეგ ცოლს ესროლა და შვილები დახოცა