მეჰრიბან ალიევამ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მეჰრიბან ალიევასთან უშუალო შეხვედრა გამართა. საუბარი ძირითადად საქართველოსა და ზერბაიჯანის დაახლოებას შეეხო.

27 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გრიგორი კარასინთან დღეს ხანგრძლივი საუბარი გვქონდა
შემდეგი სტატიარკინიგზის გენერალურმა დირექტორმა „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა